21:56 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-20 14:16:44, 1772 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ საკონსტიტუციო კომისია დატოვეს

„ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“  სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დატოვეს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს შალვა შავგულიძემ და ირაკლი აბესაძემ განუცხადეს.

მათი თქმით, საკონსტიტუციო კომისია საარჩევნო სისტემასთან და პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას აპირებს, რომელიც დიდ უპირატესობას ანიჭებს  სახელისუფლებო ძალას და მიმართულია პრეზიდენტის   ინსტიტუტის რეალური  უფლებამოსილებებისგან დაცლისკენ.

,,ევროპული საქართველო ბოლო მომენტამდე ცდილობდა საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობის დროს მიგვეღო ისეთი საკონსტიტუციო მოდელი, საარჩევნო სისტემა, რომელიც  ამომრჩეველს შესაძლებლობას მისცემდა მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეეცვალა ქვეყანაში ხელისუფლება, რომელიც დღეს ამ ქვეყნის განვითარების და ჩვენი მოსახლეობისთვის ცხოვრების გართულების ერთადერთ ძირითად ფაქტორად იქცა. ამის ნაცვლად, ჩვენ კარგად ვხედავთ, თუ როგორ ცდილობს ქართული ოცნება საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრას და ნაცვლად დემოკრატიული, სამართლიანი საარჩევნო სისტემისა, კვლავ ცდილობს საარჩევნო სისტემა მორგებული იყოს სახელისუფლებო პარტიის ინტერესებზე და ისე, რომ მას არ ჰქონდეს რეალურად ამომრჩევლის მხარდაჭერა ხელოვნურად შეინარჩუნოს ხელისუფლება, ხელოვნურად შეძლოს მთავრობის დაკომპლექტება ისე, რომ შესაბამისი მანდატი ამომრჩევლისგან მას არ ჰქონდეს. ამ ყველაფრის პარალელურად, საქართველოს მოსახლეობას ერთმევა შესაძლებლობა თავად გადაწყვიტოს ვინ უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ქართული ოცნების მმართველობის პირობებში კარგად გამოჩნდა რამხელა პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელი შეიძლება იყოს ქვეყნის სწორად განვითარების და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის. ამ ყველაფრის გთავლისწინებით, რა თქმა უნდა მას შემდეგ, რაც გავეცანით საბოლოო დოკუმენტს, აღმოჩნდა, რომ საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში არანაირი აზრი ქართულ ოცნებასთან პირისპირ საუბარს და ქვეყანაში დემოკრატიული კონსტიტუციური პრინციპების დამკვიდრების მცდელობას არ აქვს. ჩვენ ვტოვებთ საკონსტიტუციო კომისიას და შემდგომ ერთობლივი კონსულტაციების გზით დავსახავთ გეგმებს, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ პოლიტიკური და სამართლებრივი ბრძოლა, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა გააჩინოს ხელისუფლების მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეცვლის შესაძლებლობა და ამის განცდა არ დაუკარგოს ქართველ ამომრჩეველს“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო კომისია „ნაციონალურმა მოძრაობამ“, პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ და „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ დატოვეს. ასევე, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებიც. უფრო მეტიც, საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, ისინი შიმშილობის დაწყებასაც აანონსებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics