2017-04-20 13:40:51, 2123 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
აბესაძე: „ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ მათი ერთპარტიული მმართველობა კონსტიტუციით გარანტირებული იყოს
„ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა, რომ კონსტიტუციით გარანტირებული იყოს მათი ვიწრო, ერთპარტიული მმართველობა და ოპოზიციური პარტიებისთვის ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდეს ხელისუფლების შეცვლა’’, - ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
„პირველ რიგში, ვგულისხმობ საპარლამენტო არჩევნების სისტემას, როდესაც მანდატების გადანაწილების უსამართლო სისტემას გვთავაზობენ. არ ვეთანხმებით რა თქმა უნდა პრეზიდენტის უფლებამოსილებების ასე მნიშვნელოვნად შეკვეცას მისი, როგოც მთავარსარდლის ფუნქციების გაუარესებას და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებას“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან