|
2017-04-20 12:55:06, 1525 ნახვა
საზოგადოება
„თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმა ფიქტიურია“
გაზეთი „ახალი თაობა“ თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმის შესახებ წერს, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე დღის წინ გაიმართა. გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ გენერალური გეგმის შესახებ გამოფენა გამოფენისთვის იყო და ის რეალურად, არანაირ ინფორმაციას არ იძლეოდა. „თბილისის მერიამ დედაქალაქის განვითარების გეგმის პრეზენტაცია მოაწყო და საჯარო ბიბლიოთეკის ერთ-ერთ დარბაზში გენ-გეგმის ამსახველი შესაბამისი რუქებიც გამოფინა. აბა, ვის არ დააინტერესებდა თბილისის განვითარების გეგმა (თანაც გენერალური) და გეზი საჯარო ბიბლიოთეკისკენ ავიღეთ. იქ მისულებს გვითხრეს, რომ იმ დარბაზში, სადაც გამოფენა მიმდინარეობდა, ვერ შევიდოდით, რადგან რაღაც ორგანიზაციის პრეზენტაცია იმართებოდა. სხვათა შორის, გამოფენის შესახებ არც ბანერი იყო, არც რაიმე მინიშნება, უბრალოდ უნდა გცოდნოდა, თორემ სხვაგვარად ვერ გაიგებდი. პრინციპში, იმ ოთახში, სადაც გამოფენა იყო, თუ არ გეცოდინებოდა რას უყურებდი, ისედაც ვერაფერს გაიგებდი, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, სადმე, ერთი პატარა დაფა დაეკიდათ, ეთქვათ, თბილისის გენ-გეგმის პრეზენტაციაო... მაგრამ დაფის დაკიდება კი არა, გენ-გეგმა კიდია ყველას და ახლავე გეტყვით რატომ. მოკლედ, ორსაათიანი ლოდინის შემდეგ, დარბაზის კარი გაგვიღეს. პირველი, რაც თვალში მოგვხვდა, სპეციალურად მოწყობილ ეკრანზე არსებული წარწერა იყო - „სურვილები ბევრია, პრეტენზიებიც საფუძვლიანი. ახლა ჯერი ჩვენზეა, მასწავლებლებზე, სკოლა ხომ ბავშვებისაა და მათი სურვილ-ინტერესებიც პირველ რიგშია გასათვალისწინებელი. სიმართლე გითხრათ, ამ წარწერამ დამაბნია. დაახლოებით 40-მდე ქალი თუ კაცი გამალებით მიირთმევდა ტორტს და არავის აინტერესებდა, მე და ჩემი ფოტოკორესპონდენტი იქ რას ვაკეთებდით, რა გვინდოდა. როგორც იქნა, ერთი ქალბატონი დავიმარტოხელე და ვკითხე, თბილისის განვითარების გეგმა რომ არის რუქებად კედელზე ჩამოწიკწიკებული, რაღაცეებს ვერ ვიგებ, უფრო სწორედ, საერთოდ ვერაფერს ვიგებგ და ვინ უნდა ამიხსნას მეთქი?! გაოცებულმა შემომხედა ჯერ მე, მერე კედლებს და არ ვიცი, მე ქართული ენის მასწავლებლების ასოციაცია რომ შეიქმნა, იმაზე ვარ მოსული და აქ სხვა რამეც თუ ხდება, წარმოდგენა არ მაქვსო. ბევრი ვეძებე ადამიანი, ვინც ამიხსნიდა გზათა იერარქიულ სქემას, ან კერძო ინდივიდუალური ავტოტრანსპორტის პარკირების მენეჯმენტის არეალების რუკას, ან იმაზე მეტყოდა რამეს, რას ნიშნავდა საშიში გეოდინამიური პროცესების მიხედვით თბილისის და რაიონების რუკა და რა შუაში იყო ეს განვითარებასთან, მაგრამ ნურას უკაცრავად - საჯარო ბიბლიოთეკაში არც ამაზე პასუხის გამცემია ვინმე და არც აინტერესებს. თბილისის განვითარების გენ-გეგმის შესახებ ცალკე მე ვეძებდი ისეთ ადამიანს, ვინც რაიმე პასუხს მაინც გამცემდა, ცალკე ჩემი ფოტოგრაფი. კაცი (გნებავთ ქალი) გვინდოდა გვეპოვნა, იმას მაინც მეტყოდა, ეს რუკები ვინ ჩამოკიდა და რატომ ჩამოკიდა, ან რა იყო ასახული, საერთოდ რა იყო დაგეგმილი, როდის უნდა განხორციელდეს ან რა უნდა განხორციელდეს. ვერავინ ვნახეთ... უფრო მეტიც, ჩვენგან იგებდნენ თანამშრომლები, რომ იმ დარბაზში თბილისის განვითარების გენ-გეგმა იყო გამოფენილი და როგორც კი პირველივე გამოსახულებას შეხედავდნენ, ეს რა არისო, ჩვენ გვეკითხებოდნენ. ეგ კი არა და, ერთ-ერთი რუკის ჩამოხსნაც ვცადე და არავის არ მოსვლია აზრად, რატომ ვეჯაჯგურებოდი, რა მინდოდა... მაშინვე ის გამახსენდა, ამ ყველაფერში თბილისის მერიამ სამ მილიონამდე თანხა რომ გადაიხადა და რაღა თქმა უნდა, შემსრულებლებს დაუწყე ძებნა. სწორედ მაშნ აღმოვაჩინე, რომ პროექტს ორი დირექტორი და სამი ხელმძღვანელი ჰყავს (სხვაობა რა არის დირექტორსა და ხელმძღვანელებს შორის, კი ვერ მივხვდი, მაგრამ არა უშავს). ამის მერე, მე და ჩემმა ფოტოგრაფმა რუკებზე ფერების გარჩევის პროცესი დავიწყეთ. ღია ნაცრისფერი, მუქი ნაცრისფერი, უფრო მუქი ნაცრისფერი... ეს ყველაფერი რუკაზე არათუ არ ჩანდა, არამედ ვერ გაარკვევდი, ვისი ნაკვეთი ვის ტერიტორიაზე იყო შეჭრილი და საერთოდ, თბილისი დანომრილ რუკებს რომ ვუყურებდი, ერთადერთი, რაზეც ფოტოგრაფთან ვთანხმდებოდი, ის იყო, რომ თბილისის ზღვას ორივე ვცნობდით, დანარჩენი... ახლა არ მითხრათ, ვალდებული ხარ, რუკის წაკითხვა იცოდეო. გავაჩეროთ ქუჩაში ასი კაცი და ასიდან ორი თუ მიხვდება, რა წერია იქ, ხმას არ ამოვიღებ, მაგრამ არა ბატონებო, გამორიცხულია, ვინმე რამეს მიხვდეს, იმიტომ, რომ თუნდაც იმ რუკაზე, სადაც კვადრატული მიწის ფასი წერია (ესეც დაანგარიშებულია). მთაწმინდაზე ციფრი 62-ია მითითებული, სამგორში - 758 და ეს რას უნდა ნიშნავდეს, ვინმემ ხომ უნდა ამიხსნას, თუმცა ამხსნელი კი არა, ამ სამ მილიონად შეფასებულ რუკებს უბრალო ზედამხედველიც არ ჰყავდა. დაახლოებით ერთი საათი ვურტყით დარბაზს წრეები, ერთი საათი ვეძებდით ვინმეს, ვინც აგვიხსნიდა, რა ხდებოდა, მაგრამ ვერავერი ვნახეთ გარდა ქართული ეინის მასწავლებლებისა და მათ მიერ მონიტორზე სიმბოლურად დატოვებული ტექსტისა - „სურვილები ბევრია, პრეტენზიებიც საფუძვლიანი“,- ნათქვამია სტატიაში. (NS)
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)