21:56 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-19 21:25:45, 2063 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა სუს-ის უფროსის წლიური ანგარიში ცნობად მიიღო

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიში მოისმინეს.

ვახტანგ გომელაურის მოხსენების შემდეგ პარლამენტის სხდომა დაიხურა და ანგარიშის მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

საბოლოოდ, საკანონმდებლო ორგანომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიური ანგარიში 93 ხმით ერთის წინააღმდეგ ცნობად მიიღო.

გომელაურის განცხადებით, იგი შეეცადა ყველა შეკითხვისთვის ამომწურავი პასუხი გაეცა.

რაც შეეხება სხდომის დახურვას, გომელაურმა განმარტა, რომ იყო გარკვეული საკითხები, რომელზეც საჯაროდ საუბარი ვერ მოხერხდებოდა.

„დეპუტატებმა ბევრი კითხვა დასვეს. ვეცადე მათზე ამომწურავი პასუხები გამეცა, გამომდინარე იქიდან, რა უფლებასაც „კონტრდაზვერვის შესახებ“ კანონი მაძლევდა. ისეთ თემებზე იყოს საუბარი, რომ ღია სხდომაზე ამაზე ვერ ვისაუბრებდით ვერანაირად. ძველი თემები გავიხსენეთ, 2012-მდე, გავიხსენეთ დღევანდელი ახალი თემები, იყო ოთხოზორიას საკითხი და კიდევ სხვადასხვა თემა. მე ვფიქრობ, ბევრ კითხვაზე გავეცით ამომწურავი პასუხი“, - განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics