18:40 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-13 16:12:48, 346 ნახვა

მლეთა–ლარსის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით აღდგა

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-ლარსის გზის იმ მონაკვეთზე, სადაც დიდთოვლობის გამო მიმოსვლა 6 იანვრიდან აკრძალული იყო, მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით ორმხრივად აღდგა.
ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს კობის მხრიდან გუდაურის მიმართულებით ჩარჩენილი ტრაილერების გატარება და მას შემდეგ რაც აღნიშნული კოლონა ამ მონაკვეთს გაივლის, სატვირთო ავტომობილებისთვის მოძრაობა რუსეთის მიმართულებით აღდგება.
აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას საავტომობილო გზების დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
ზახაროვა: თბილისმა მტკიცე და გააზრებული არჩევანი გააკეთა
საქართველოში პატიმრების უპრეცედენტო ზრდაა, - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics