21:19 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-19 10:22:52, 1689 ნახვა

პოლიტიკა
საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელი სხდომის გამართვა კვირის ბოლოს იგეგმება

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების ფორმატში გამართული შეხვედრები დასრულდა.

გუშინ სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის, ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხებზე მუშაობდა, მესამე ეტაპის ბოლო შეხვედრა გამართა.

სამუშაო ჯგუფის წევრებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიმართა და სამუშაო ჯგუფის ფორმატში დარჩენილ საკითხებზე და კონსტიტუციაში ახალი, 79-ე მუხლის (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) დამატებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„დღეს ჩვენ სამუშაო ჯგუფების ბოლო სხდომას ვატარებთ. წინა სხდომის შემდეგ განსახილველი დარჩა სასამართლოს თავის ბოლო ოთხი მუხლი, რომლებიც სამართალწარმოებას, მოსამართლის სტატუსს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და პროკურატურას შეეხება. ასევე როგორც დარიგებულ პროექტში გაეცანით, კონსტიტუციას კიდევ ერთი თავი, მე-11 თავი - გარდამავალი დებულებები ემატება, რომელიც მხოლოდ ერთ მუხლს შეიცავს და იგი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება. საგარეო კურსის თვალსაზრისით, როგორც მმართველ გუნდს, ასევე პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობას თავისი პოზიცია ჩამოყალიბებული აქვს. უმთავრეს პრიორიტეტს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია წარმოადგენს, რომელიც პარლამენტის გასული წლის ბოლოს მიღებულ რეზოლუციაში აისახა და ეს კურსი ჩვენი კონსტიტუციის მე-11 თავის 79-ე მუხლშიც ჩაიწერება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნული მუხლის გარდამავალ დებულებებში ჩაწერის მიზეზიც განმარტა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მუხლის მნიშვნელობისა, იგი თავისი შინაარსით დროებით ამოცანას წარმოადგენს და მიზანშეწონილად ჩათვალა გარდამავალ დებულებებში ანუ დროებითი რეგულაციების დამდგენ თავში შესაბამისი ჩანაწერის გაჩენა.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია სამუშაო ჯგუფებში გამართულ შეხვედრებს გაერთიანებულ სხდომაზე შეაჯამებს, რომელზეც უკვე განხილული საკითხების კენჭისყრა მოხდება. შემაჯამებელი სხდომის გამართვა კვირის ბოლოს იგეგმება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics