23:02 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 18:48:34, 1567 ნახვა

საზოგადოება
საუდის არაბეთი და საქართველო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას ავითარებენ

საუდის არაბეთის სამეფოს მინისტრთა კაბინეტმა საუდის არაბეთის ტურიზმისა და ეროვნული მემკვიდრეობის კომისიის პრეზიდენტს  უფლებამოსილება მიანიჭა, ქართულ მხარესთან განიხილოს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი და მისი ხელმოწერის საკითხი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშული გადაწყვეტილების მნიშვნელობასა და საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის ჩამოყალიბებული ნაყოფიერი ურთიერთობების შესახებ ვრცლად საუბრობს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში გიორგი ჯანჯღავა საუდის არაბეთის სამეფოს წამყვან გაზეთ " ალ ჯაზირა"-ში" გამოქვეყნებულ ინტერვიუში.

ელჩის თქმით, სამეფო კარის ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს ორ ქვეყენას შორის ეკონომიკის, ვაჭრობის და ტურიზმის სფეროში ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების წინაპირობას  და საგრძნობლად გაზრდის საუდის არაბეთიდან საქართველოში ჩამომსვლელ ტურისტთა რაოდენობას და ტურიზმის დარგში მათ მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს.

ელჩი დადებითად აფასებს არსებულ დინამიკას ტურიზმის მიმართულებით.

 მისი ინფორმაციით,  2016 წელს საქართველოში საუდის არაბეთიდან შემოსულ ტურისტთა რაოდენობა  წინა წელთან შედარებით  300 პროცენტით გაიზარდა და ამ კუთხით სამეფო კარის აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ უფრო ფართო პერსპექტივებს გახსნის.

ელჩის ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შედეგად საუდის არაბეთიდან ინვესტიციებმა 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო 2016 წელს ორმხრივი ვაჭრობა 360%-ით გაიზარდა, თუმცა პოტენციალი ჯერ კიდევ დიდია და ქართული მხარე აქტიურად მუშაობს საუდის არაბეთში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ცნობადობის ამაღლებაზე.

 საუდის არაბეთის ტურიზმისა და ეროვნული მემკვიდრეობის კომისიასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი მოიცავს თანმშრომლობის სხვადასხვა ასპექტებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics