23:02 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 14:25:31, 1698 ნახვა

საზოგადოება
სოლიდარობის ფონდს თბილისის მოდის კვირეული ახალი ინიციატივით შეუერთდა

საქართველოს სოლიდარობის ფონდს Tbilisi Fashion Week/-თბილისის მოდის კვირეული  ახალი ინიციატივით შეუერთდა.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში საქართველოს სოლიდარობის ფონდისა და fashion week/-თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დღეს გააფრომეს.

მემორანდუმის თანახმად მოდის კვირეულის ფარგლებში მონაცილე დიზაინერები შემოსავლის ნაწილს სოლიდარობის ფონდში გადმორიცხავენ სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდების მკურნალობის დაფინანსებისთვის. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სოლიდარობის ფონდი 2014 წლის ივნისში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. დღეისათვის 60,000-ზე მეტი საჯარო მოხელის, ათი ათასობით მოქალაქისა და 56 კერძო კომპანიის ჩართულობით სოლიდარობის ფონდმა სიმსივნით დაავადებული 376  ბავშვისა და 22 წლამდე ახალგაზრდის დაფინანსება შეძლო.

სოლიდარობის ფონდის ინფორმაციით, 2014 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 31 მარტის  ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით საჯარო სექტორში დასაქმებული 60 000-ზე მეტი თანამშრომლისა და 58 კერძო კომპანიის დამსახურებით,  ფონდში საერთო ჯამში 9 594 159 ლარი იქნა მობილიზებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics