2017-04-18 13:35:59, 1933 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში დღეს დილით, 08:29 საათზე მიწისძვრა მოხდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისის დასავლეთით 11 კილომეტრში, სოფელ სოღუთლოში იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3,1 მაგნიტუდა შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან