|
2017-04-18 11:23:56, 2268 ნახვა
ეკონომიკა
48 საათიანი მხიარულება ამბიციური და ინოვაციური იდეების განხორციელებისთვის - Garage 48 თბილისშია!
21 აპრილს, 17:30 საათზე სასტუმრო რუმსში სტარტს აიღებს და Impact Hub Tbilisi-ში გაგრძელდება 48 საათიანი ჰაკათონი, სადაც პროგრამისტები, დიზაინერები, მარკეტერები, მეწარმეები და პროექტ-მენეჯერები განავითარებენ კრეატიულ იდეებს და შექმნიან სამუშაო პროტოტიპებს. მონაწილეებს საშუალება ექნებათ იმუშაონ როგორც ქართველ, ისე უცხოელ მენტორებთან ერთად. პროექტის ადგილობრივი პარტნიორები არიან Impact Hub Tbilisi, თიბისი ბანკი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. სამი გამარჯვებული გუნდი საჩუქრად მიიღებს იმფაქთ ჰაბის ერთთვიან ულიმიტო წევრობას და პრიზებს თიბისი ბანკისგან. ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად უკვე დარეგისტრირებულია ასამდე ადამიანი. Garage48 ღონისძიებების სერიაა, რომელიც 2010 წლის აპრილში ესტონეთში დაიწყო და მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყნაში ტარდება. წლების განმავლობაში, პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო იდეა განხორციელდა და შეიქმნა რამდენიმე წარმატებული სტარტაპი. პროექტის მიზანია მეწარმეობისა და სტარტაპ კულტურის ხელშეწყობა და ადამიანებისთვის იმის სწავლება, თუ როგორ შეიძლება მოკლე ვადებში იდეა პროტოტიპად აქციონ.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)