23:01 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-16 22:33:12, 1588 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი: ღრმად მწამს, რომ ჩვენი ქვეყანა დაიბრუნებს იმ დიდებას, რომელიც ყველას ასე გვენატრება

„მთელი სულითა და გულით ვულოცავ მთელ საქართველოს ამ უდიდეს დღესასწაულს მართლმადიდებელთათვის - აღდგომას და საქართველოს, ყველა ოჯახს, გაძლიერებას ვუსურვებ“, - ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. 

გიორგი კვირიკაშვილი სამების ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ჩაატარა.

"ღრმად მწამს, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად წელში გაიმართება და დაიბრუნებს იმ დიდებას, რომელიც ჩვენ ყველას ასე გვენატრება.

პირველი ალბათ ის იქნება, რომ ჩვენ ერთმანეთის სიყვარულს დავიბრუნებთ და ერი გამთლიანდება. ერის გამთლიანების გარეშე ქვეყნის დიდება ვერ მიიღწევა",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ასევე ისაუბრა პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს ძირითად აქცენტებზე და აღნიშნა, რომ ეპისტოლეს ღერძი იყო პავლე მოციქულის სიტყვები - „სხვის დასანახად გაკეთებული სიკეთე ცოდვად იქცევა და სიმართლე, რაც არ უნდა მყარი იყოს, თუ ქედმაღლობით ვატარეთ, აუცილებლად დაიმსხვრევა". ყველა ჩვენგანი ისურვებდა, საქართველოს მიეღწიოს იმ მდგომარეობისთვის, როდესაც ერი და ბერი გაერთიანდება. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ნამდვილად აქეთ მივდივართ, რადგან ერისა და ბერის ერთიანობა იყო ყველაფერი კარგის საწინდარი საქართველოს ყველაზე ძლიერების ჟამს. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, აუცილებელი იქნება, ერი და ბერი გაერთიანდეს", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, საზეიმო ლიტურგიას, პრემიერთან ერთად, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics