აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 15 აპრილს მეტროს მუშაობა 00:00 საათიდან 16 აპრილის დილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება.
ამასთან, როგორც „ექსპრესნიუსს“ მერიიდან აცნობეს, 23:00 საათიდან მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
გარდა ამისა, დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 16 და 17 აპრილს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More