2017-04-14 17:12:07, 1714 ნახვა
საზოგადოება
სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა.
გარდამოხსნა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს-კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სასულიერო პირებთან ერთად საკურთხევლიდან გამოაბრძანა.
ღვთისმსახურებაზე გარდამოხსნა, რომელზეც საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილზე საფლავში ჩასვენებული მაცხოვრის გამოსახულებაა ამოქარგული, ტაძრის შუაგულში ამაღლებულ, ყვავილებით მორთულ სადგამზე დააბრძანეს.
გარდამოხსნა ტაძარში სამი დღე დარჩება. გარდამოხსნას ტაძარში მორწმუნეებმა თაყვანი სცეს და მეტანიები შეასრულეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან