|
2017-04-14 15:01:12, 2725 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების კომუნიკაციის 2017-2020 წლების სტრატეგია: მიზნები და ამოცანები
„ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის 2017-2020 წლების სტრატეგიის“ დოკუმენტის სრული შინაარსი ცნობილია. დოკუმენტის თანახმად, სტრატეგიის მიზნებია: ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისადმი საქართველოს მოსახლეობის მაღალი და გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა. ასევე, საქართველოს გაწევრიანების მიმართ ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების მხარდაჭერის გაზრდა. სტრატეგიის ამოცანებია: საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების უპირატესობის, სარგებლისა და შესაძლებლობის წარმოჩენა ქვეყნის მოსახლეობისთვის მარტივად გასაგები, ობიექტური ინფორმაციის რეგულარული მიწოდებით და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით; საერთო დასავლური ღირებულებების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება; სახელმწიფოს მიერ მოსახლეობისთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ობიექტური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება; საზოგადოებაში ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლოდინის მართვა; მოსახლეობაზე ანტიდასავლური პროპაგანდის ზეგავლენის პრევენცია და შემცირება; ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებში საქართველოს, როგორც ევროპული, დემოკრატიული ქვეყნის წარმოჩენა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში; ევროკავშირისა და ნატოს ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ ცნობიერების ამაღლება. სტრატეგია მიმართულია შიდა და საერთაშორისო აუდიტორიის დაფარვაზე. შიდა აუდიტორიაში იგულისხმება საქართველოს მოსახლეობა, ხოლო საერთაშორისო აუდიტორია მოიცავს ევროკავშირის/ნატოს წევრი ქვეყნების მოსახლეობას. სტრატეგიის სამოქმედო გეგმის სამიზნე ჯგუფების იდენტიფიცირება და პრიორიტეტულობის განსაზღვრა ხდება ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ყოველწლიური საზოგადოებრივი აზრის კვლევების შედეგების, ძირითადი არასწორი აღქმისა და საზოგადოებაში არსებული ინფორმაციის ნაკლებობის, სამოქმედო გეგმის ექვსთვიანი და წლიური ანგარიშების ანალიზის საფუძველზე. სტრატეგიის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსების მოცულობა განისაზღვრება ყოველწლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე და დაიფარება შემდეგი წყაროებიდან: სახელმწიფო ბიუჯეტი, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა წყაროები. სტრატეგიის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებების წლიურ ბიუჯეტში გათვალისწინებულია სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩასატარებელი აქტივობების სათანადო დაფინანსება. სტრატეგია წარმოადგენს ოთხ წელზე გათვლილ საჯარო დოკუმენტს, რომელიც ემსახურება ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისადმი საქართველოს მოსახლეობის მაღალი და გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობას. ასევე, საქართველოს გაწევრიანების მიმართ ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერის გაზრდას. სტრატეგია განსაზღვრავს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე სამთავრობო სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. სტრატეგიაში განსაზღვრულია მიზნები, ამოცანები, მიდგომები, ასევე, ძირითადი გზავნილები ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, განხორციელების მექანიზმები, პარტნიორები და დაფინანსების წყაროები.
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)