2017-04-14 13:07:20, 1953 ნახვა
საზოგადოება
ცნობილი ტელეწამყვანი ჟანეტა არჩვაძე გარდაიცვალა
ცნობილი ტელეწამყვანი ჟანეტა არჩვაძე გარდაიცვალა.
ტელეწამყვანი საზოგადოებრივ მაუწყებელში მისი დაარსების დღიდან მუშაობდა.
მას "მოამბე", მხატვრული, შემეცნებითი და საბავშვო გადაცემები მიჰყავდა.
არჩვაძე საქართველოს სახალხო არტისტი იყო.
2014 წლის 30 დეკემბერს, პირველი არხის დაბადების დღეს, მთაწმინდის სატელევიზიო ანძასთან ჟანეტა არჩვაძეს სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან