2017-04-14 09:09:47, 1515 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორე დღეს გარდამოხსნის წესს შეასრულებს
წითელ პარასკევთან დაკავშირებით, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სასულიერო პირებთან ერთად გარდამოხნის წესს შეასრულებს.
ცნობისთვის, დღეს წითელ პარასკევს, მორწმუნეები კვერცხებს წითლად ღებავენ და პასკებს აცხობენ. წითელი კვერცხის მსგავსად პასკასაც რელიგიური დატვირთვა აქვს. უფლის ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან