21:58 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 19:50:37, 1316 ნახვა

საზოგადოება
„აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოქალაქეებს გარემოს დაბინძურების შემთხვევაში მკაცრი სანქცია ელით“

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

"გარემოსდაცვითი ზედამხედევლობის დეპარტამენტის, სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლები 24 საათიან პატრულირებას განახორციელებენ, რათა მაქსიმალურად აღკვეთონ მოსახლეობის მიერ გარემოს დაბინძურების ფაქტები. დანაგვიანების  გამოვლენის შემთხვევაში საქნცია იქნება მკაცრი. 

ნარჩენების მართვის კოდექსი ითვალისწინებს შემდეგი ტიპის სანქციებს -  მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება

1.    2 კგ- მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება –  გამოიწვევს დაჯარიმებას 80 ლარის ოდენობით. 
2.    იგივე ქმედება, ჩადენილი საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობა ნაგებობიდან, –  გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.  
3.    იგივე ქმედება, ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, –  გამოიწვევს მძღოლის, 
ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში – შესაბამისი დამრღვევის დაჯარიმებას 120 ლარის ოდენობით.  
4.    5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება – 
 გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. 
5.    5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს ანაგვიანება –  გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 
6.    2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის 
ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსისაგნის) ნარჩენით გარემოს დანაგვიანება   გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.  
7.    2 კგ ან 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება (გარდა ამ მუხლის
მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) –  გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
8.    1 მ3 ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება –  გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 
9.    დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის) გარემოს დანაგვიანება –  გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.  

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. 

ეს მარტივია! იზრუნე გარემოზე!", - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics