|
2017-04-13 18:30:22, 2064 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკონსტიტუციო კომისია დატოვა
„ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ“ საკონსტიტუციო კომისია დატოვა. ამის შესახებ განცხადება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ გააკეთა: „ძალაუფლების სრული უზურპაცია, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება, მისი უფლებამოსილებების შემცირება, მმართველი გუნდის ინტერესებს მორგებული საარჩევნო წესების შემოღება და რეგიონების ინტერესების შელახვა, რაც ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის ჩამორთმევაში გამოიხატება - ეს ის საკონსტიტუციო ცვლილებებია, რომელიც ცხადყოფს, რომ კომისია თვალის ახვევის მიზნითაა შექმნილი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ აპირებს ამაში მონაწილეობას და სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო კომისიას ტოვებს. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ისაუბრა. „პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ჩვენ, ისევე როგორც კომისიის სხვა წევრები, მაქსიმალურად ვეცადეთ საკონსტიტუციო ცვლილებები დემოკრატიისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი ყოფილიყო და ქვეყნის უმთავრეს კანონში ცვლილებები მაღალი პოლიტიკური თანხმობის საფუძველზე განხორციელებულიყო, რაც ქვეყანაში სტაბილურობის წინაპირობას შექმნიდა. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებას სრულიად საპირისპირო მიზანი ამოძრავებს და ის ამ კომისიის მუშაობას საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად განიხილავს. ნაციონალური მოძრაობა გამოთქვამს იმედს საერთაშორისო ორგანიზაციები, დემოკრატიული ინსტიტუტები, მათ შორის ვენეციის კომისია ყურადღებას მიაპყრობს მიმდინარე პროცესებს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)