2017-04-13 18:09:22, 2563 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
უკრაინის ელჩი: საქართველოში პეტრო პოროშენკოს ვიზიტის დრო 21 აპრილს დაზუსტდება
საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის დრო შესაძლოა, 21 აპრილს დაზუსტდეს.
ელჩის თქმით, ზუსტი თარიღი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც თბილისში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი ჩამოვა.
როგორც დოლგოვმა აღნიშნა, უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გროისმანი საქართველოს შემოდგომაზე, სავარაუდოდ სექტემბერში ესტუმრება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან