|
2017-04-13 16:36:20, 2288 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: კერძო სექტორთან რაც შეიძლება ეფექტურად უნდა მივიტანოთ ის სიკეთე, რაც ევროკავშირს მოაქვს
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ 2017-2020 წლების სტრატეგიდან გამომდინარე, ეკონომიკურ და საინვესტიციო პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის აქტიური კომუნიკაცია. მისივე თქმით, ის პროგრამები რომელიც არსებობს ევროკავშირთან, ხელს უწყობს, როგორც კერძო სექტორის განვითარებას, აგრეთვე, სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას. „კერძო სექტორთან ჩვენ რაც შეიძლება ეფექტურად უნდა მივიტანოთ ის სიკეთე, რაც მოაქვს ევროკავშირს, უნდა ავუხსნათ, რა კონკრეტული სარგებელი შეუძლიათ ნახონ უკვე არსებული პროგრამებით, რამაც საბოლოო ჯამში, ხელი უნდა შეუწყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ახალი ინვესტიციების განხორციელებას და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ახალი კონტაქტების დამყარებს მომავალ, ევროპელ პარტნიორებთან," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)