20:38 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 16:22:58, 1870 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: კერძო და საჯარო პარტნიორობის (PPP) შესახებ კანონზე მუშაობა აქტიურ ფაზაშია

პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, აქტიურად მუშაობს კერძო და საჯარო პარტნიორობის (PPP) შესახებ კანონზე.

მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებით, ასევე, ინტენსიური თანამშრომლობა მიმდინარეობს სავალუტო ფონდის ტექნიკურ მისიასთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, აზიის განვითარების ბანკთან.

„ეს არის ახალი შესაძლებლობები კერძო და საჯარო სექტორისთვის ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. ეს არის შესაძლებლობა უკეთესი სერვისის შეთავაზების კერძო სექტორის ჩართულობით. კანონი ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. დოკუმენტი მნიშვნელოვანია, მათ შორის, ენერგეტიკის სფეროს განვითარებისთვის, რადგან გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები აღნიშნული კანონის ქვემდებარე იქნება და შესაბამისად, ამ კანონით დარეგულირდება“,  - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, კანონის გარდა, შესაქმნელია რამდენიმე განმახორციელებელი სტრუქტურა, გარდა ამისა, სამინისტროებში, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროში, გასაძლიერებელია ფისკალური რისკების მართვის მიმართულება.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, კანონის პროექტის წარდგენა პარლამენტში მიმდინარე წლის ივნისში, ხოლო სტრუქტურების შექმნა და გაძლიერება 2018 წლის 1 იანვრისთვის იგეგმება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics