21:58 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 16:03:26, 1528 ნახვა

საზოგადოება
აშშ-ში, ბოსტონში აშშ-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს

აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და საელჩოს წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით  ბოსტონს ეწვივნენ, რომლის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.

 საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საელჩოს წარმომადგენლები შეხვდნენ მასაჩუსეტსის შტატის გუბერნატორს ჩარლზ ბეიკერს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებს და აშშ-ს ცალკეულ შტატებთან თანამშრომლობის დინამიკას.

 გუბერნატორთან განიხილეს საქართველოსა და მასაჩუსეტსის შტატთან სავაჭრო ინიციატივების წახალისების და აღნიშნულ შტატში საქართველოდან სავაჭრო მისიის ვიზიტის შესაძლებლობები.

  შეხვედრები  გაიმართა ბოსტონის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი, ბოსტონში კემბრიჯის ინოვაციების ცენტრის (Boston CIC) ხელმძღვანელობასთან და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (MIT) და ჰარვარდის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან.

შეხვედრების დროს მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში სტარტაპებთან და ზოგადად ინოვაციებთან დაკავშირებული გარემო. საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე ინოვაციური ტექნოლოგიების წახალისების კუთხით და ამ მხრივ ხაზი გაუსვა ამერიკული პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობა განათლების სფეროში.

 საელჩოს დელეგაცია ასევე ესტუმრა დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე ძველ და რეგიონის საკვანძო საზღვაო პუნქტს, ბოსტონის პორტს, სადაც ელჩმა დავით ბაქრაძემ საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გააკეთა.    

ბოსტონში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა მასაჩუსეტსის შტატის ადგილობრივი ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს, ეკონომიკურ მდგომარეობას და ქვეყანაში არსებულ ბიზნეს პოტენციალს.

ბიზნესწრეების წარმომადგნელების მხრიდან დაფიქსირდა დაინტერესება საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობის თაობაზე.

აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე, აშშ-ს ერთ-ერთი უძველესი კლუბის - საერთაშორისო ურთიერთობებში ბოსტონის კომიტეტის წინაშე საქართველოსა და აშშ-ის შორის 25 წლის სტრატეგიული პარტნიორობის მიმოხილვით წარსდგა.

გარდა ამისა, განხილულ იქნა საქართველოს წვლილი გლობალურ და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ვიზიტის დასასრულს, ალგონქუინის ისტორიულ კლუბში გაიმართა ქართული კლასიკური მუსიკის კონცერტი სახელწოდებით "Georgia on my mind".

კონცერტზე სხვა კლასიკურ ნაწარმოებებს შორის გაჟღერდა გია ყანჩელის მუსიკა. კონცერტი მიღებით დასრულდა, სადაც სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდნენ. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics