|
2017-04-13 13:35:40, 1764 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ინდოეთში ვიზიტი შეაჯამა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის თხოვნით, მთავრობის წევრებს ინდოეთში მისი სამუშაო ვიზიტის შედეგები გააცნო. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ინდოეთი დინამიურად განვითარებადი ქვეყანაა მილიარდ 250 მილიონი მოსახლეობით, ეს არის უზარმაზარი ბაზარი, 2016 წელს ინდოეთის ეკონომიკის ზრდამ 7,5% შეადგინა. მინისტრის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ინდურ მხარესთან საუბარი რამდენიმე კონკრეტული ამოცანასა და მიზანთან დაკავშირებით წარიმართა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მათ შორის პირველი საკითხი იყო ხელის მოწერა საერთო განცხადებაზე მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შესახებ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. დოკუმენტს ხელი მოეწერა ინდოეთის კომერციის მინისტრთან. „შედეგად ჩვენ მიზნად დავისახეთ 6 თვეში ამ კვლევის დასრულება, რომ, იმ შემთხვევაში თუ მიზანშეწონილობა ორივე მხრიდან დაფიქსირდება, რაც შეიძლება მალე გაფორმდეს მსგავსი ხელშეკრულება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. გიორგი გახარიას ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი თემა, შეხვედრები გაიმართა ინდოეთის 5 სამინისტროში. „შემდეგი გახლავთ საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნის თემა - როგორც მოგეხსენებათ, დღეს საქართველოში ინდოეთის საელჩო არ არსებობს. კიდევ ერთი საკითხი გახლდათ შეთანხმების გაფორმება საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ“, - განაცხადა მინისტრმა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა სატრანსპორტო კორიდორი სამხრეთი-ჩრდილოეთი - მუმბაი-ბანდარაბასი-აზერბაიჯანი. „ამ კორიდორის ძირითადი ხაზი გადის ჩრდილოეთის - სანკტ-პეტერბურგის და ბალტიისპირეთის პორტებზე. ჩვენ რუკაზე დავიტანეთ ასევე შავი ზღვის ქართული პორტები და გადავწყვიტეთ, რომ ამ თემაზე უახლოეს პერიოდში დაიგეგმოს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და რკინიგზის ერთობლივი დელეგაციის ვიზიტი ინდოეთში, რათა ტექნიკურ დონეზე დაიწყოს თემის შესწავლა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიას გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ინდოეთთან ნამდვილად შეიძლება ბევრი შეხების წერტილის გამოძებნა და ეს ძალიან მნიშვნელოვან დამატებით დინამიკას მოიტანს საქართველოს ეკონომიკაში.
(NS)
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)