15-16 აპრილს მეტროპოლიტენი მგზავრებს 23:00 საათიდან უფასოდ მოემსახურება
დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 15 აპრილს მეტროს მუშაობა 00:00 საათიდან 16 აპრილის დილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება.
ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს.
მერიის ინფორმაციით, თბილისის მეტროპოლიტენი მგზავრებს 23:00 საათიდან უფასოდ მოემსახურება.