20:39 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 10:36:50, 1827 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ჩეხ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილჯანელიძემ პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში ჩეხკოლეგასთან ლუბომირ ზაორალეკთან შეხვედრა გამართა. 
 
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიულოცა ქართველ კოლეგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული შედეგები, კონკრეტულად კი ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება.
 
შეხვედრისას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჩეხ კოლეგას გააცნო საქართველოში განხორციელებული რეფორმები, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო პროექტები, ასევე ევროკავშირთან სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები. 
 
მინისტრებმა აგრეთვე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. ამ მხრივ ხაზი გაესვა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ევროკავშირის განსაკუთრებულ როლს, მათ შორის აღინიშნა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის მნიშვნელობა.

საგარეო საქმეთა მიმოიხილეს ევროპასა და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო.
 
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ჩეხ კოლეგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის ურყევი მხარდაჭერისთვის. 
 
საუბარი შეეხო "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომავალ სამიტსა და მის დღის წესრიგს. 
 
ლუბომირ ზაორალეკმა ქართველი კოლეგა ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics