21:04 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 17:23:09, 1485 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძე რუმინელ კოლეგას შეხვდა

  ვარშავაში, „ვიშეგრადის ოთხეულისა" და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ რუმინელ კოლეგასთან ტეოდორ მელესკანუსთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  შეხვედრის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველო-რუმინეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას მინისტრებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე.

 საუბარი  შეეხო ქვეყნებს შორის ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

 მინისტრებმა აღნიშნეს  ორმხრივი ბიზნეს ფორუმების გამართვის და ბიზნეს წრეების დაახლოების მნიშვნელობა და შეთანხმდნენ ამ მიმართულებით საქმიანობის გააქტიურების ხელშეწყობაზე.

 განსაკუთრებით ხაზი გაესვა სატრანსპორტო კომუნიკაციის განვითარების მნიშვნელობას, არამხოლოდ ორ ქვეყანას შორის  სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების გაუმჯობესების, არამედ, შავი ზღვის, როგორც რეგიონში მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი დერეფნის წარმოჩენის მიზნით.

 მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს  შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავსირებული თემები.

 მიხეილ ჯანელიძისა და ტეოფორ მელესკანუს შეხვედრაზე განხილულ იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი და ქართული მხარის მოლოდინები სამიტთან დაკავშირებით. რუმინულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა.

 რუინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა  კოლეგას ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული მნიშვნელოვანი წამატება მიულოცა, რაც საქართველოს მოქალქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებაში გამოიხატა და კიდევ ერთხელ გამოთქვა რუმინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური გზის მიმართ. ​

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics