21:04 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 16:48:42, 1585 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძე სლოვაკ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე  ვარშავაში, „ვიშეგრადის ოთხეულისა" და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც ორმხრივი შეხვედრა გამართა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მიროსლავ ლაიჩაკთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  შეხვედრისას მინისტრებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის შესახებ ისაუბრეს,  რომელიც  2017 წლის 22 ნოემბერს არის დაგეგმილი.

მათივე ინფორმაციით,  მიხეილ ჯანელიძემ სლოვაკ კოლეგას გააცნო ის მოლოდინები და პრიორიტეტები, რომელიც ქართულ მხარეს აქვს სამიტთან დაკავშირებით.

 მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები.

მინისტრებმა ასევე  მომავალში დაგეგმილ ორმხრივ ვიზიტებზე ისაუბრეს.

 მიროსლავ ლაიჩაკმა მიხეილ ჯანელიძეს კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics