|
2017-04-12 16:38:17, 1085 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთში იმყოფებოდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში იმყოფებოდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები არაბეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გენერალური შტაბის უფროსთან, მის მოადგილეებთან და მაღალი რანგის სამხედრო წარმომადგენლებთან გამართა. მათივე ცნობით, მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო. ვიზიტი საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით განხორციელდა. თავდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი ბუთხუზის ხელმძღვანელობით, დელეგაციის შემადგენლობაში სსიპ „დელტას“ დირექტორი უჩა ძოძუაშვილი და კომერციული დირექტორი, ოთარ ჩიტეიშვილი იყვნენ. ქართულ დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს საქართველოს ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში, გიორგი ჯანჯღავაც დაესწრო. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)