21:04 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 15:54:07, 1260 ნახვა

საზოგადოება
მუნიციპალური ავტობაზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ავტობაზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება ახალი.

ობიექტი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ევროკავშირის ელჩმა იანუშ ჰერმანმა, EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ბრუნო ბალვანერამ, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერეს. ობიექტზე ასევე იმყოფებოდნენ ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

6 ჰექტარ მიწის ფართობზე მდებარე,  377 ავტობუსზე გათვლილი  ბაზა, მაისის ბოლოს, ექსპლუატაციაში გაშვების შემდგომ,  EBRD-ის მხარდაჭერით შეძენილ 143 „MAN”-ის მარკის ავტობუსებს მიიღებს.

გარდა ამისა, 15 აპრილიდან 5 ერთეული  ”MAN”-ის მარკის ახალი ავტობუსი დაინიშნება N9 სამარშრუტო ხაზზე. N9 ავტობუსი ვაგზლის მოედნიდან ბაგების მიმართულებით მოძრაობს. 

ამ დროისათვის თბილისში სულ  ”MAN”-ის მარკის 40 ახალი ავტობუსი 61, 51, 37 და 87 ნომერ მარშრუტებზე მოძრაობს. თბილისის მერიის მიერ შეძენილი 143 ავტობუსი უკვე თბილისშია.

ბაზაზე პროექტით გათვალისწინებულია ყველა იმ ობიექტის მშენებლობა, რომელიც ავტობუსების სრული ციკლით მომსახურებისთვის არის საჭირო: ფარეხები, მომსახურების ცენტრები, სამრეცხაოები, ბენზინ და  CNG ტექნოლოგიის გაზგასამართი სადგურები, ადმინისტრაციული შენობა და დამხმარე ნაგებობები. ავტობაზა ადაპტირებული იქნება როგორც დიდი, ასევე, საშუალო გაბარიტების ავტობუსების მომსახურებაზე. 

შპს „სატრანსპორტო კომპანიის“ დაკვეთით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „დაგი“ აწარმოებს. მშენებლობა გასული წლის ივლისის ბოლოს დაიწყო. პროექტის ჯამური ღირებულება მიახლოებით 19 მლნ ლარია.

„ახალი ავტობაზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. 143 ახალი ავტობუსი უკვე თბილისშია. ახლა მიმდინარეობს გადახდის სისტემის დამონტაჟება იმ სატრანსპორტო საშუალებებში, რომლებიც უახლოეს მომავალში, უკვე კონკრეტულ ხაზებზე უნდა გავუშვათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ნაწილი რეალიზებულია -  ქალაქში უკვე დადის ”MAN”-ის ავტობუსები, მეორე ნაწილიც მალე შეემატება. ავტობაზა, ჯამში, უფრო მეტ ავტობუსზეა გათვლილი.  მალე დავიწყებთ ავტობუსების შემოყვანის მეორე ეტაპს, რაც გულისხმობს შედარებით უფრო პატარა გაბარიტების ავტობუსების შესყიდვასა და მიღებას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მუნიციპალური  ავტობუსების  განახლების პროექტი  თბილისის მერიამ 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო. პროექტის სრული ღირებულება 34 მილიონი ევროა, საიდანაც  27 მილიონი  EBRD-ის მიერ გამოყოფილი შეღავათიანი კრედიტია, ხოლო 7 მილიონი ევრო - ევროკავშირის მიერ დაფუძნებული ფონდის E5P-ის გრანტი.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics