2017-04-12 14:04:03, 2050 ნახვა
საზოგადოება
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის კმ33-კმ40 (მოლითი-წიფა) მონაკვეთზე დასაშვებია 10 ტონამდე მასის, ხოლო კმ41-კმ51 (წიფა-ჩუმათელეთი) მონაკვეთზე 20 ტონამდე მასის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია და მათი გადაადგილება განხორციელდება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გავლით.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან