|
2017-04-12 13:51:53, 2291 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ კერესელიძე სოფლის განვითარების ახალი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ქვემო ქართლის რეგიონში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ახალი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ პრეზენტაციას დაესწრო. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი, სამოქალაქო, საჯარო და კერძო სექტორის ეფექტიანი თანამშრომლობის გზით, ხელი შეუწყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. მისასალმებელ სიტყვაში მინისტრის პირველმა მოადგილემ პროექტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება სოფლის განვითარების პრიორიტეტულობაზე გაამახვილა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების (LAG) ფორმირების პროცესი იწყება. აღნიშნული სამოქმედო ჯგუფები, სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, მიზნობრივი პროექტების შემუშავებაზე იმუშავებენ. აღნიშნული პროექტი ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიებას ევროკავშირის დელეგაციის წევრები, ადგილობრივი მოსახლეობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)