20:05 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 11:06:41, 1481 ნახვა

საზოგადოება
ბრიუსელში საქართველოს პენიტენციური სისტემის რეფორმას დადებითად აფასებენ

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული და მიმდინარე რეფორმის საკითხზე სიტყვით გამოვიდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, მოკავშირე ქვეყნების წარმომადგენლებმა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასეს.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოდან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს იწვევენ. 

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა მოკავშირეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა სისტემაში ბოლო წლებში განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმების თაობაზე. განსაკუთრებული ყურადღება იმ სისტემურ რეფორმებზე გამახვილდა, რომლის შედეგადაც პენიტენციურ სისტემაში ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული.

კერძოდ, ყურადღება იქნა გამახვილებული პატიმრების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის, პატიმრების რისკების მიხედვით კლასიფიცირების, არასრულწლოვანთა და ქალთა სასჯელაღსრულების პირობების გაუმჯობესების მიზნით გატარებულ ფართომასშტაბიან რეფორმებზე. საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება სასჯელაღსრულების სისტემაში პროფესიული განათლებისა და დასაქმების პროგრამების ამოქმედებაზე, რაც მნიშვნელოვანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროცესში.

კახა კახიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ერთგულებას ნატო-ში გაწევრიანების კურსისადმი და ხელისუფლების მზაობას მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოს ამ მიზნის მისაღწევად.

მოკავშირეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის რეფორმის პროცესში მოკლე ვადებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ციხეების გადატვირთულობის პრობლემის გადაჭრის მიზნით, ასევე, შინაპატიმრობის პრაქტიკის დანერგვისა და მსჯავრდებულთათვის განათლებასა და პროფესიულ მომზადებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. შეხვედრის ბოლოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა პასუხი გასცა მოკავშირეების მიერ დასმულ შეკითხვებს.

სასჯელაღსრულების მინისტრმა, ნატო-ს შტაბ-ბინაში ვიზიტის ფარგლებში, ასევე გამართა შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე ალეხანდრო ალვარგონზალესთან.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics