20:05 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 10:53:24, 1753 ნახვა

საზოგადოება
19 აპრილს თბილისის მოდის კვირეულის მე-15 სეზონი იხსნება

თბილისის მოდის კვირეული 19 აპრილს გაიხსნება და 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

12აპრილს, 19:30-საათზე თბილისის მოდის კვირეულის გენერალური სპონსორის TBILISI MALL -ის მთავარ ატრიუმში კვირეულის ოფიციალური შოუ-რუმი გაიხსნება, რომელზეც სეზონური კოლექციები იქნება წარმოდგენილი.

გახსნის ღონისძიებაზე კოლექციებს სამოდელო სტუდია და სააგენტო „ჯეომოდელსის“ გოგოები წარმოადგენენ.

შოუ-რუმი თბილისი მოლის ყველა სტუმრისთვის  იქნება ხელმისაწვდომიაპრილამდე იქნება.

თბილისის მოდის კვირეული ტრადიციას ამკვიდრებს და გახსნის დღეს ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს უთმობს.

 „თბილისიო“ და ღვინის ქარხანა N1ცნობილი ქართველი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის საღამოს უმასპინძლებს, რომელიც იქნება მულტიმედიური სახის და გააერთიანებს გამოფენას, პერფორმანსს, ინსტალაციებს და ვიდეო არტ.

20-23 აპრილს,ისტორიის მუზეუმი ქარვასლაში განთავსებული „მეიდან ჯგუფის“ საღონისძიებო სივცრეები გააერთიანებს ჩვენებების დარბაზს, პრესრუმს და სამუშაო შოუ-რუმს.

თბილისის ისტორიის მუზეუმში ქარვასლა 20 აპრილს მარიამ გვასალიას ჩვენებით გაიხსნება კვირეულის სამუშაო განრიგი, იმავე საღამოს კახაბერის პრეზენტაციაც მოეწყობა, დიზაინერი ანი დათუკიშვილი თავის კოლექციას უჩვეულო გარემოში, სკოლის სასწავლო ოთახებსა და დერეფანში მოაწყობა, 22 აპილს ბრენდი LTFR მაყურებელს და ელექტორნული მუსიკის მოყვარულთ იპოდრომზე დაგეგმილ ღონისძიებაზე ეპატიჟება, რომელზეც მოსასვევებთან ერთად გილეთებიც გაიყიდება. კვირეულის კულმინაცია იქნება დიზაინერ ლაშა ჯოხაძის ჩვენება რომელიც თბილისის მერიის მხარდაჭერით განახლებულ აღმაშნებელზე, ახალი ტფლისის საფეხმავლო ტერიტორიაზე გაიმართება.

კვირეულის განრიგში ასევე აღმოაჩენთ პროექტს “იპოვეთ ქალი/ TROUVEZ LA FEMME / FIND THE WOMAN“, რომელიც არტსიტერიუმის ორგანიზებით21 აპრილს 21 საათზე ქარვასლაში გაიმართება.

შემოდგომა/ზამთარი 2017 წლისსეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა და ნიჭიერი დიზაინერის ჩვენებაადაგეგმილი:ELENNY - ელენეგიორგაძე, MIA დიზაინერი მია ფაილოძე, Laboratory The Window, ETHERE ACCESOIRE,Atelier 27, MARTA, გიორგი ტატანაშვილი, LIKEFORLIKA.კვირეულს ორი უკრაინული ბრენდი ეწვევა,Lara Quint და SAYYA, რუსული ბრენდი ZLATOSTUDIO, სომხური SONCESSდა ლონდონში დაფუძნებული ბრენდი ZDDZ, რომლის ჩვენება/პრეზენტაციაც თბილისში კომპანია Ernst & Young-ის ოფისში გაიმართება.კვირეულზეჩვენებებს შორის და დახურულ წვეულებებზემოეწყობა შამპანიურისLUCIANOდეგუსტაცია.

თბილისის მოდის კვირეულის ამ სეზონზე დაიწყება პროექტი TALK, რომელსაც კვირეული Marketer.ge-სთან ერთად წარმოადგენს. Impact hub Tbilisi-ში 20 აპრილს გაიმართება საუბარითემაზე“Branding and Communication”, რომელსაც მარანგონის უნივერსიტეტის წამყვანი სპეციალისტები წარუძღვებიან. ასევე, ბლოგერი როზა სინაისკი, რომელიც Barneys NEW YORK, Vogue Italia, ELLE Russia ჟურნალისტია. ღონისძიების ბილეთების შეძენა შესაძლებელია 7 აპრილიდან www.biletebi.ge

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით თბილისის მოდის კვირეულს დ მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები დაესწრებიან.

 ქართული მოდა და თბილისური შთაბეჭდილებები მსოფლიოს მრავალ გამოცემაში აისახება: VOGUE ITALIA, W MAGAZINE, DUST MAGAZINE, Harper’s Bazaar USA, ELLE.com, Fashion to Max, ELLE Russia, WWDJapan, WWD USA, CHINA MORNING POST, Men’s UNO HONG KONG, Marie Claire France and Monaco, Style Sight Worldwide, VOGUE RUSSIA, NOWFASHION, British VOGUE, BURO 24/7, VOGUE Ukraine, OFFICIEL Ukraine, ELLE Ukraine და www.le21eme.com.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ასევე გამართავს თბილისის ტურს, რომელზეც სტუმრები გაეცნობიან ქალაქის ღირსშესანიშნაობებს და სხვადასხვა კულტურულ სივრცეებს.

მეწარმეობის განვითარების სააგენტო კვირეულის მყიდველების ჯგუფს უმასპინძლებს (ე.წ. Buyers): Harvey Nichols HONG KONG, RIJOUX STORE Tel-Aviv, Concept Store PORTA 9 Russia, Al DucaD’acosta VENICE, United Legend Strasbourg, Joseph Store London - ისინი გაეცნობიან ქართველი დიზაინერების კოლექციებს და საქართველოში წარმოებულ პროდუქციას. მეწარმეობის განვითარების სააგენტო კვირეულის შოურუმში ასევე რამდენიმე ქართულ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც უკვე სტაბილურად მუშაობს ქართულ ბაზარზე და საზღვრებს გარეთ.აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ხელშეწყობით შედგა დიზაინერ მარიამ გვასალიას და იტალიელ ბაერებს შორის თანამშრომლობა. საქართველოში, ფაბრიკა „ევროტექს“-ში შეკერილი სამოსი, უკვე ვენეციის მაღაზიებში იყიდება.

2017 წელს თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური კოსმეტიკა არის MAC, რომლის უცხოელი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ მომუშავე ვიზაჟისტები მოდელების მაკიაჟს მსოფლიო ბრენდის MAC-ის კოსმეტიკით შექმნიან. რაც შეეხება თმის ვარცხნილობას, ჩვენებების ამ მხარეზე სილამაზის სალონი ART HOUSEდა La Paris იზრუნებენ.

დაარსებიდან, თბილისის მოდის კვირეულის მიზანი იყო ქართული მოდის სფეროს ხელშეწყობა, მისი განვითარება, ახალი სახელების აღმოჩენა და მათი პოპულარიზაცია. 14 სეზონის მანძილზე თბილისის მოდის კვირეულმა შეძლო ამ მიზნის მიღწევა: ქართული მოდის სფერო მნიშვნელოვნად გააფართოვა, აქცია ბიზნესად და წარადგინა იგი სხვადასხვა ქვეყნის ათობით საერთაშორისო გამოცემაში, რამაც როგორც მოდის სფეროს, ზოგადად ჩვენი ქვეყნის ცნობადობა გაზარდა. კვირეული ჩამოყალიბდა სივრცედ, რომელმაც წარმოშვა ახალი, თამამი და ნიჭიერი დიზაინერები, რომლებიც ახლა წარმატებით მოღვაწეობენ ჩვენ ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ. საქართველომ შეძლო საკუთარი თავის დამკვირდება მოდის მსოფლიო არენაზე და მნიშვნელოვანია, რომ ამაში არც თუ მცირე წვლილი მიუძღვის სწორედ თბილისის მოდის კვირეულს. თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით პროექტი ქართული მოდის სფეროში ახალ ეტაპს იწყებს. ყველა ნიჭიერ ახალბედას, ჯერ კიდევ უცნობ თუ ნაწილობრივ ცნობილ დიზაინერს, შეეძლება მასზე სრული ჩვენების გაკეთება, საკუთარი თავისა და პოტენციალის წარმოჩენა. კვირეული მათ ფართო აუდიტორიას და სფეროს პროფესიონალებს გააცნობს. სამუშაო პროცესში მოხდება მონაწილეთა მკაცრი შერჩევა, მათი კოლექციების დახვეწა და განვითარება.

კვირეულის მიმდინარე სეზონი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და  თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics