20:05 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 10:50:39, 1520 ნახვა

საზოგადოება
TBILISI OPEN AIR 2017 იწყება

ალთერ ვიჟენ ჯგუფი წარმოგიდგენთ, ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალს, TBILISI OPEN AIR 2017-ს. მსმენელის წინაშე წელს ARCHIVE, ANATHEMA, LENINGRAD, SEVDALIZA, ALEX.DO, OXIA, SOFT EJECT, YOUNG GEORGIAN LOLITAZ და კიდევ 20-ზე მეტი ქართველი არტისტი წარდგება.

TBILISI OPEN AIR 2017 - 16, 17 და 18 ივნისს, ფესტივალის მიმდინარე მისამართზე - ლისის ტბიდან ორ კილომეტრში, ლისი ვანდერლენდში გაიმართება. სამი დღის განმავლობაში ფესტივალი სტუმრებს სამ განსხვავებულ სცენას, შეუზღუდავ მუსიკალურ ჟღერადობასა და უამრავ სახალისო და გასართობ აქტივობას შესთავაზებს. ფესტივალზე მოსულ მსმენელს TBILISI OPEN AIR 2017 საფესტივალო ქალაქში სრულად გამართულ ინფრასტრუქტურას დაახვედრებს.

ინტერესი ფესტივალის მიმართ წელს, ისევე როგორც წინა წლებში, ძალიან დიდია, ტურისტული ნაკადის შემოსვლა დაგეგმილია შემდეგი მეზობელი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანი, უკრაინა, რუსეთი და თურქეთი.

ბილეთების გაყიდვა დაიწყება 12 აპრილს ონლაინ, tkt.ge-ზე, ასევე სპორტის სასახლის წინ განთავსებულ ფესტივალის სალაროსა და ფილარმონიის სალაროებში. პირველ ეტაპზე, 12 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით გაიყიდება მხოლოდ ლიმიტირებული 1,500 ცალი აბონიმენტი, რომლის ფასი 100 ლარია.  

TBILISI OPEN AIR 2017-ის მეგობარი კომპანიაა - თიბისი ბანკი, რომელიც ფესტივალის სტუმრებს სპეციალურ ფასდაკლებას სთავაზობს. თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათით ბილეთის ყიდვის შემთხვევაში იმოქმედებს 20%-იანი cashback სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ აბონიმენტის შეძენა 100 ლარის ნაცვლად, 80 ლარად იქნება შესაძლებელი. 29 აპრილიდან, აბონიმენტების გარდა, დაიწყება ყოველდღიური ბილეთების გაყიდვაც. აბონიმენტის საბოლოო ფასი კი  150 ლარი გახდება.

TBILISI OPEN AIR ამიერკავკასიის ყველაზე დიდი ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალია, რომელიც პირველად 2009 წელს ჩატარდა. ფესტივალი წლიდან წლამდე ვითარდება და უფრო საინტერესო ხდება, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მსმენელისთვის. ფესტივალს ყოველწლიურად ესწრება 50 000-მდე ადამიანი, მათ შორის 5,000-მდე ტურისტი.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics