19:56 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 10:26:36, 1827 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე სომხეთის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს და პრემიერ-მინისტრს კარენ კარაპეტიანს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის დღეისათვის არსებული პოლიტიკური დიალოგისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მაღალი დონე, რაც გამოიხატება მხარეთა შესაბამის უწყებებს შორის ინტენსიური კონტაქტების დინამიკით. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ პოზიტიურ განვითარებას, კერძოდ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროებში, ასევე მიმოხილულ იქნა რეგიონალური მნიშვნელობის პროექტები და მათი ხელშეწყობის გზები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართველ და სომეხ ახალგაზრდებს შორის დაახლოებისა და უკეთ გაცნობის აუცილებლობას. ამ მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ცნობადობისა და პოპულარიზაციის დონის ამაღლებას, არსებული ტრადიციული და მეგობრული ურთიერთობების შესაბამისად. ამას გარდა, მხარეებმა მიმოიხილეს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის ხელშეწყობის შესაძლებლობები და პერსპექტივები.

მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის მნიშვნელობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics