20:05 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 19:10:50, 1547 ნახვა

საზოგადოება
კონკურსის "შეNს ქალAქს დაუTOვე" გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით, საქართველოს 10 ქალაქში კონკურსი "შეNს ქალAქს დაუTOვე" ჩატარდა.

კონკურსი საქართველოს მასშტაბით ნატო-ს თემაზე შემოსული ესკიზების მიხედვით წინასწარ შერჩეული ობიექტების მოხატვას ითვალისწინებდა.

ნატო-ს დღეების ფარგლებში, საუკეთესო ესკიზების ავტორების მიერ მოხატული ობიექტების პრეზენტაცია და დაჯილდოება გაიმართა.

ესკიზები ნატო-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებს, ნატოს მიზნებსა და ამოცანებს და საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს გამოხატავს.

როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, მსგავსი კამპანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვისაა მნიშვნელოვანი.

"ძალიან კარგი და აქტიური დღეები გვაქვს. აქტიური კამპანია გამოდგა ევროკავშირის და ნატო-ს პოპულარიზაციის თვალსაზრისით. ყველაფერი ძალიან მასშტაბური გამოვიდა, რაც თავისთავად აისახება ჩვენი მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სტრატეგიული კომუნიკაცია ჩვენს თანამოქალაქეებთან, ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. ძალიან მიხარია, რომ ასე კარგად, გემოვნებიანად და დატვირთულად გამოგვივიდა ნაშრომებიც. გადავწყვიტეთ, რომ ეს ადამიანები დაგვეჯილდოვებინა და საზეიმო განწყობა შეგვექმნა", - აღნიშნა დოლიძემ.

მინისტრის თქმით, მსგავსი კამპანიები მომავალშიც გაგრძელდება.

"მსგავს კამპანიებს გავაგრძელებთ. გვინდა, რომ ყველა მოქალაქებდა ასეთი ტიპის ინფორმაცია მაქსიმალურად მივიტანოთ და გავზარდოთ მათი ცნობიერება", - დასძინა ვიქტორ დოლიძემ.

კონკურსის მიხედვით, გამარჯვებული გუნდი ევროპის ერთ-ერთ ქალაქში გაიმგზავრება.

ცნობისთვის, გამოფენას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძე, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ და ბულგარეთის ელჩი საქართველოში დასისლავა ივანოვა ესწრებოდნენ. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics