20:05 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 17:44:48, 1574 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია: 2017 წელს თბილისს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ექნება

„2017 წელს თბილისს  მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ექნება", - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. 

 მერის თქმით, დოკუმენტზე საერთაშორისო კონსორციუმი და დარგის 200-მდე სპეციალისტი მუშაობს. 

„გეგმა ისეთ ძირეულ პრინციპებს ითვალისწინებს, როგორიცაა:  თბილისი - ჯანმრთელი, მწვანე, ტოლერანტული, საცხოვრებლად მოსახერხებელი, კომპაქტური, რესურსდამზოგავი, ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული უნიკალურობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული, “ჭკვიანი ქალაქი” (Smart City). აქვე გეტყვით, რომ გენგეგმაზე მუშაობის დასრულებამდე, ჩემი ინიციატივით, „თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში“ განხორციელდა ცვლილებები, რის შედეგადაც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საცხოვრებელ სახლებზე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გაზრდაზე შეზღუდვა დაწესდა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით,  დასრულდა და დედაქალაქის მერიას ჩაბარდა თბილისის ზღვის განვითარების გენერალური გეგმა. 

„დეტალური ანალიზის საფუძველზე, კვლევამ შემოგვთავაზა თბილისის ზღვის შემოგარენის ძირითადად სარეკრეაციო დანიშნულებით განვითარება და ტერიტორიის 12 ფუნქციურ ზონად დაყოფა. კვლევაში მოცემულია ასევე 40  ბიზნესინიციატივა, რომელთა განხორციელება პირველადი  ფინანსური  გათვლებით, მიზანშეწონილია ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე", - აღნიშნა  დავით ნარმანიამ.

 მისივე განცხადებით, შემდგომ ეტაპზე დაგეგმილია შემოთავაზებული ბიზნესინიციატივების გავრცობა, საინვესტიციო შეთავაზებად ჩამოყალიბება და პოტენციური ინვესტორებისათვის წარდგენა ინვესტიციების მოზიდვისა და ზღვის შემოგარენი ტერიტორიების განვითარების მიზნით.  

მანვე დასძინა,  რომ 2016 წელს თბილისი გახდა „100 მედეგი ქალაქის“ წევრი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი წარმომადგენლობით ორგანოში დღეს მეშვიდედ მივიდა. დავით ნარმანია მერად არჩევის შემდეგ ინიციატივით გამოვიდა, რომ თბილისის მერს ბიუჯეტი საკრებულოში ყოველწლიურად პირადად წარედგინა. 
(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics