|
2017-04-11 17:20:41, 1457 ნახვა
საზოგადოება
ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის მეორე სამუშაო დღე პრეზიდენტის გამოსვლით გაიხსნა
ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის მეორე სამუშაო დღე საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გამოსვლით გაიხსნა. გიორგი მარგველაშვილმა ფორუმის მონაწილეებთან საქართველოს სახალხო დიპლომატიაზე, ქვეყნის იმიჯის ფორმირებაზე, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და ამ მხრივ გააქტიურებული რუსული პროპაგანდის შესახებ ისაუბრა. დისკუსია აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ფორუმის მეორე დღე გაგრძელდა ისეთი თემების განხილვით, როგორიცაა: ტრადიციული მედია - საზოგადოებრივი აზრის ფორმირების გავლენიანი წყარო და სოციალური მედიის როლი სახალხო დიპლომატიაში. ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციებზე მსჯელობის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. ფორუმის მუშაობაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო სტრუქტურებისა და ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები მონაწილეობენ. ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში ასევე, გაიმართება სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის.სახელმწიფო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების თანამშრომლებთან შეხვედრაზე განიხილავენ სამთავრობო სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების განვითარებას ხოლო, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ჰიბრიდულ ომში სოციალური მედიის როლზე ისაუბრებენ. 2017 წლის ნატოს დღეები ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ორდღიანი ფორუმით დასრულდება. ნატოს დღეები საქართველოში წელს მეათედ სსიპ "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" ორგანიზებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან კოორდინაციით, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.
(NS)
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)