2017-04-11 12:27:11, 2380 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები
თურქეთის ქალაქ დიარბაკირში აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად რამდნეიმე ადამიანი დაშავდა, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. ასევე უცნობია, არიან თუ არა დაღუპულები.
როგორც მედია წერს, აფეთქება ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ ჩატარებულ რეფერენდუმამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა და შესაძლო კავშირებზე საუბრობს.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
CNN Turk-ის ცნობით, აფეთქება პროვინციის უსაფრთხოების სამმართველოს შენობაში მოხდა.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობიტ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა აღსანიშნავია, რომ მსგავსი ქმედებებით დიარბაკირში "ქურტისტანთა მუშათა პარტია" გამოირჩევა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან