03:11 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 11:46:45, 1992 ნახვა

ეკონომიკა
თბილისი მოდის კვირეულის მე-15 სეზონს უმასპინძლებს

19 აპრილს  თბილისი მოდის კვირეულის მეთხუთმეტე სეზონს უმასპინძლებს, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო უკვე მეექვსედ უჭერს მხარს და ამჯერადაც ხელს უწყობს ქართული საფეიქრო ინდუსტრიის განვითარებას. 

თბილისის მოდის კვირეული 5 დღეს გასტანს და 24 აპრილს დასრულდება, რომლის ფარგლებშიც 18 ქართველი დიზაინერი აუდიტორიას საკუთარ ნამუშევრებს  გააცნობს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით მოდის კვირეულს დაესწრება მყიდველების ჯგუფი (ე.წ „ბაირები“) ისეთი კომპანიებიდან როგორებიცაა:  Harvey Nichols (Hong Kong) RIJOUX STORE (Tel-Aviv), Concept Store PORTA 9 (Russia), Al Duca D’acosta (Venice), United Legend (Strasbourg), Joseph Store (London), რომლებიც ქართველი დიზაინერების კოლექციებსა თუ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას გაეცნობიან.  კვირეულის შოურუმში წარმოდგენილი იქნება  რამდენიმე ქართული კომპანია, რომელიც უკვე სტაბილურად მუშაობს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე - ლაზეთი, ვოგი და ლევანტო.

საფეიქრო ინდუსტრიის მხარდაჭერის ფარგლებში პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ საწარმოში, შპს „ჯეო-ემ-ტექსში“ დიზაინერ მარიამ გვასალიას ჩვენებაც  შედგა, რამაც მნიშვნელოვანდ შეუწყო ხელი  ქართველი ახალგაზრდა დიზაინერის ცნობადობის ზრდასა და  იტალიელ ბაიერებთან პროდუქტიულ თანამშრომლობას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მოდის კვირეულებს უცხოელი მყიდველები (ე.წ „ბაირები“) მუდმივად სტუმრობენ,  რაც ქართველი დიზაინერების საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციას,  ქართული პროდუქტის პოტენციალის  წარმოჩენასა და საფეიქრო ინდუსტრიით დაინტერესების ზრდას ემსახურება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics