19:01 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 10:13:21, 1689 ნახვა

საზოგადოება
ბრიტანულმა გამომცემლობამ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო საზღვაო ადმინისტრაციად აღიარა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო  ტრანსპორტის სააგენტო  გავლეიანმა ბრიტანულმა გამომცემლობა Transport News-მა აღიარა როგორც 2016 წლის  „საუკეთესო საზღვაო ადმინისტრაცია აღმოსავლეთ ევროპაში“.

ბრიტანული საინფორმაციო პორტალი Transport News წარმოადგენს ერთ ერთ წარმატებულ გამოცემას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აშუქებს ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე სიახლეებს და ყოველწლიურად საზღვაო, საჰაერო, სარკინიგზო და სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში აჯილდოვებს, შესაბამისი სექტორის წარმომადგენელებს მათ მიერ  მიღწეული წარმატების შესაბამისად. სწორედ აღნიშნულმა გამომცემლობამ მიანიჭა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების სამინისტროს საზღვაო  ტრანსპორტის სააგენტოს  2016 წლის „საუკეთესო საზღვაო ადმინისტრაცია აღმოსავლეთ ევროპაში“ წოდება სააგენტოს მიერ მიღწეული წარმატებების  საფუძველზე, კერძოდ:

  • ევროკავშირის მიერ აღიარებული მეზღვაურთა სერტიფიკატები
  • წარმატებული საზღვაო დროშა
  • გამართული საზღვაო საკანონმდებლო ბაზა
  • უსაფრთხოების და უშიშროების მდგომარეობის გაუმჯობესება საქართველოს ნავსადგურებში
  • წარმატებული საერთაშორისო აუდიტები (EMSA, IMSAS)
  • ISO 9001:2008 ხარისხის სისტემა და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისები
  • გაყალბებისგან დაცული მეზღვაურთა დოკუმენტები 
  • მეზღვაურთა ელექტრონული სახელმწიფო რეესტრი
  • მეზღვაურთა სერტიფიკატების განახევრებული ტარიფები
  • 49 საზღვაო სახელმწიფოსთან გაფორმებული მეზღვაურთა დასაქმების მემორანდუმები
  • 24/7 მომსახურება გემთმფლობელებისათვის
  • შემცირებული გემების სარეგისტრაციო ტარიფები 
  • საქართვეველოს გემების სახელმწიფო ელექტრონული რეესტრი
  • 24/7 ზღვაზე ძებნა-გადარჩენის რეაგირებაზე მზადყოფნა 
  • ნავსადგურებში გემების მოძრაობის მომსახურების თანამედროვე სისტემები
  • საერთაშორისო საზღვაო გამოფენებზე საქართველოს მაშტაბური მონაწილეობა
  • პირველი საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის (GIMF 2016) წარმატებით ჩატარება

პორტალის მიერ ყოველთვიური გამოცემა იგზავნება 60.000 მდე მკითხველთან ელექტრონულად და დიდი პოპულარობით სარგებლობს საზღვაო სფეროს წარმომადგენლებში. შესაბამისად ზემოხსენებული ინფორმაცია გაეგზავნა  გამომცემლობის ყველა გამომწერს რაც დადებითად აისახება საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის პოპულარიზაციასა და მსოფლიოს მასშტაბით  ჩვენი ქვეყნის იმიჯის ამაღლებაზე.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics