19:56 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 10:39:26, 2714 ნახვა

პოლიტიკა
საერთაშორისო თანამეგობრობა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნებს და რეფერენდუმს ერთმნიშვნელოვნად გმობს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2017 წლის 9 აპრილს გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს საერთაშორისო თანამეგობრობა ეხმაურება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაკეთდა განცხადებები როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ისე სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისა და ოფიციალური პირების მიერ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ განცხადებაში გმობს არალეგიტიმურ არჩევნებს და რეფერენდუმს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. „ეს არალეგიტიმური არჩევნები და რეფერენდუმი საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე ტარდება. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენი პოზიცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ნათელი და თანმიმდევრულია. ეს რეგიონები წარმოადგენენ საქართველოს განუყოფელ ნაწილებს", - ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის პრეს-სპიკერის მაია კოცინიანჩიჩის მიერ გავრცელებული ევროკავშირის ოფიციალური განცხადებით, ევროკავშირი არ ცნობს საქართველოს ცხინვალის რეგიონისთვის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით 9 აპრილს ე. წ. რეფერენდუმისა და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. განცხადებაში ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის მხარს უჭერს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მეშვეობით.

„ნატო გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ არალეგიტიმურ არჩევნებსა და რეფერენდუმს. რეგიონისთვის სახელის ან სტატუსის შეცვლის ცალმხრივი ნაბიჯები, საქართველოში სიტუაციის მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას ძირს უთხრის. ნატოს მოკავშირეები საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებენ და მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნატოს ოფიციალური განცხადება ალიანსის სპიკერმა ოანა ლუნგესკუმ გაახმოვანა.

აღნიშნულ ფაქტს ოფიციალურ და Twitter-ის გვერდზე ეხმაურებიან აზერბაიჯანის, უკრაინის, ჩეხეთის, ფინეთის, ლიტვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics