2017-04-11 10:28:13, 2109 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
ლევან იზორიას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში დღეს მოუსმენენ
დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას მოუსმენენ.
მინისტრი კომიტეტის კითხვებს უპასუხებს.
საუბარი შეეხება სისტემაში განხორციელებულ ოპტიმიზაციას, NATO-სთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
დეპუტატებთან შეხვედრის სურვილი მინისტრმა თავად გამოთქვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან