19:01 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 16:53:39, 1655 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი თურქეთში დაშავებული საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად გაემგზავრა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ზაალ მიქელაძე შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად, თურქეთში  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების მოსანახულებლად გაემგზავრა.

როგორც ზაალ მიქელაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ხუთი დაშავებულიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორი იქნება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობა დაშავებულების დასახმარებლად-აღნიშნულის თაობაზე დეტალები სწორედ ჰოსპიტალში  მათი მისვლის  შემდეგ დაზუსტდება:

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის დავალებით,  მე და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ტარიელ ებრალიძე,  მივდივართ თურქეთში. შუახევის მუნიციპალიტეტიდან არიან დაშავებულები.  საუბედუროდ, ერთი ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა,  ხუთი კლინიკაშია მოთავსებული. მათ შორის ორს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია, ხოლო ერთი  მძიმე, კრიტიკულ მდგომარეობაშია რეანიმაციულ განყოფილებაში. დეტალები ამ წუთისათვის არ ვიცი, რა სჭირდებათ ჩვენგან, როგორი იქნება ჩვენი ჩართულობა...სწორედ,  აღნიშნულის გადასაწყვეტად მივდივართ ჰოსპიტალში“,- განუცხადა „ექსპრესნიუსს“  ზაალ მიქელაძემ.

შეგახსენებთ,  ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთის ქალაქ რიზეში  მოხდა, რის შედეგადაც საქართველოს 1 მოქალაქე დაიღუპა, 5 კი დაშავდა.

დაშავებულები ქალაქის საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან გადაყვანილი.

ავტოსაგზაო შემთხვევის  მიზეზებს ადგილობრივი სამართალდამცველები უკვე სწავლობენ. არსებული ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეეჯახა, რის გამოც მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო სამსახურის მაშველები მუშაობდნენ.

როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილი მოქალაქე საქართველოში უკვე გადმოასვენეს.

უწყების ინფორმაციით, დაშავებულები ტრაპზონში გენერალურმა კონსულმა ავთანდილ მიქაძემ უკვე მოინახულა და მათ სამედიცინო დახმარება  გაუწიეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics