2017-04-10 16:28:08, 1812 ნახვა
საზოგადოება
საკრებულომ „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეების კომპენსაციისთვის 1 100 000 ლარის გამოყოფის საკითხს მხარი დაუჭირა
„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეებისთვის, თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან 1 100 000 ლარი გამოიყოფა - შესაბამისი გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
თბილისის ბიუჯეტში შესაბამის ცვლილებას მხარი 34-მა დაუჭირა, 8 დეპუტატმა კი, პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.
ხანძრის შედეგად დაზარალებული 350-მდე მოვაჭრე 3 000 ლარის ოდენობით ერთჯერად დახმარებას მიიღებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან