19:01 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 16:16:09, 1497 ნახვა

საზოგადოება
რეგიონული განვითარების საზოგადოების სასტიპენდიო ფონდის მიერ შერჩეული სტუდენტები ლიბერთი ბანკის სტიპენდიანტები გახდნენ

არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონული განვითარების საზოგადოების სასტიპენდიო ფონდმა ორწლიანი საქმიანობის შედეგები წარადგინა.

სასტიპენდიო ფონდი 2015 წლიდან აფინანსებს რეგიონებში მცხოვრებ სწავლაზე ორიენტირებულ სტუდენტებს, რომლებმაც ჩააბარეს ეროვნული გამოცდები და ჩაირიცხნენ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, თუმცა სოციალური პირობების გამო ვერ მოახერხეს სახელმწიფო გრანტის მოპოვება.

გორის, სამცხე ჯავახეთის, ა.წერეთლის (ქუთაისის) და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფონდის მიერ დაფინანსებული 23 სტუდენტიდან  3  ლიბერთი ბანკის სტიპენდიანტია.

საღამოს ესწრებოდნენ უნივერსიტეტების წარმომადგენლები, განათლების ექსპერტები და ფონდის დონორები, რომლებმაც განათლების სფეროში ფონდის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე საზეიმოდ გაფორმდა მემორანდუმი სასტიპენდიო ფონდს, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტსა და უნივერსიტეტებს შორის.

" ორი წლის მანძილზე ფონდმა შეძლო 23 სტიპენდიანტის დაფინანსება რეგიონის 4 უნივერსიტეტში. ჩვენ ვეხმარებით იმ სტუდენტებს, რომლებიც სახელმწიფო გრანტს მიღმა დარჩნენ და რეალურად, სხვა დაფინანსების წყარო არ გააჩნიათ. მადლობას ვუხდი ჩვენს დონორებს, ყველას, ვინც გვერდში გვიდგას და ვისთვისაც განათლების სფერო პრიორიტეტია" - განაცხადა რეგიონული განვითარების საზოგადოების სასტიპენდიო ფონდის თანადამფუძნებელმა, ნათია ბუკიამ.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ სასტიპენდიო ფონდის ამ სასიკეთო საქმეში. ლიბერთი ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის სწორედ განათლება, რადგან ვთვლით რომ, საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის პროფესიონალური ცოდნისა და უნარჩვევების მიღება, რომ თითოეულმა მოქალაქემ შეძლოს საკუთარი თავის მაქსიმალური რეალიზება და ფინანსური უზრუნველყოფა." - განაცხადა ლიბერთი ბანკის დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics