19:01 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 13:51:27, 1417 ნახვა

საზოგადოება
რჩევები მოქალაქეებს, რომლებიც ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიაზე დასასწრებად იერუსალიმში ჩასვლას აპირებენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს, თუ  აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, მოსალოდნელი ხალხის სიმრავლის გამო,  თავი შეიკავონ  იერუსალიმში, მაცხოვრის ტაძარში მისვლისგან.

 ამასთან, საგარეო უწყება, საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებს ყურადღებას და მათ რჩევებს აძლევს:

„2017 წელს ცეცხლის გადმოსვლის ცერემონია გაიმართება 15 აპრილს, მაცხოვრის ტაძარში, იერუსალიმის ძველ ქალაქში. ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას დაესწრება ათასობით მომლოცველი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური დელეგაციები.

ყოველ წელს ისრაელის პოლიცია, ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიის დროს, უსაფრთხოების მიზნით იღებს განსაკუთრებულ ზომებს. ამ დღისათვის ყველა მოქალაქისათვის, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, მოსალოდნელი ხალხის სიმრავლის გამო, რეკომენდირებულია თავი შეიკავონ მაცხოვრის ტაძარში მისვლისგან.

ის პირები, რომლებიც დაესწრებიან ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას, უნდა დაემორჩილონ პოლიციის პირველივე მითითებას მათი ადგილმდებარეობის შეცვლასთან დაკავშირებით. დაუშვებელია იმ პირებისათვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელთაც ევალებათ ტაძარში და მასთან მისასვლელ გზებზე წესრიგის დამყარება.

გასათვალისწინებელია, ასევე, ის გარემოება, რომ მოქალაქის მხრიდან, თუნდაც თხოვნის ტონით შეპასუხება შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სამართალდამცავი ორგანოს მიმართ წინააღმდეგობის გაწევა და შესაბამისად, ხალხის სიმრავლის გამო და წესრიგის დამყარების მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ძალა.

აუცილებელია ყველა მოქალაქე მოერიდოს სასულიერო პირებთან კამათს, რომელთა ფუნქციებშიც შედის ტაძარში წესრიგის დამყარება.

მოქალაქეები უნდა მოერიდონ იერუსალიმის ძველ ქალაქში ე.წ. სპეციალური სამაჯურების - ტაძარში შესვლის საშვების შეძენას. იერუსალიმის პოლიციის თანამშრომლების მიერ მსგავსი ტიპის გაყალბებული სამაჯურების მქონე პირები გამოძევებულ იქნებიან მაცხოვრის ტაძრიდან.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე დაიკარგა ძველ ქალაქში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პოლიციას შემდეგ ტელეფონის ნომერზე : +972 26226100 (პოლიციის თანამშრომელი მიიყვანს მას უახლოეს პოლიციის განყოფილებაში) და დაუკავშირდეს საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს.

გასათვალისწინებელია, დღესასწაულებისა და საზაფხულო ტურისტული სეზონის დღეებში საზღვრის კვეთის პროცედურებისა და უსაფრთხოების კონტროლი გავლისას დაგჭირდებათ ჩვეულებრივზე მეტი დრო. ამ პერიოდში ისრაელი აძლიერებს უსაფრთხოების ზომებს, შესაბამისად, გამგზავრებამდე კარგად გაეცანით ისრაელის საემიგრაციო პოლიტიკას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდებზე“,-ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics