|
2017-04-10 13:27:36, 1519 ნახვა
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სახალხო არტისტის გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მთელი ჩვენი ქვეყნისთვის საყვარელი ადამიანის და ნამდვილი სახალხო არტისტის გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო. გივი ბერიკაშვილმა ქართულ კინოსა და თეატრში დაუვიწყარი სახეები შექმნა. ძალიან დასანანია, რომ თანამედროვე ქართული კულტურის მოღვაწეთა შესანიშნავ პლეადას ღირსეული წარმომადგენელი გამოაკლდა. ბატონი გივის ცხოვრება მთლიანად იყო დაკავშირებული თავის ქვეყანასთან, ხალხთან. ის იყო დიდი პატრიოტი და მოქალაქე. გულწრფელად თანავუგრძნობ ბატონი გივის ოჯახს, ახლობლებს, მთელ საქართველოს ამ დიდი დანაკლისის გამო“, - წერს გიორგი კვირიკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე. ცნობისთვის, მსახიობი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში, ფილტვების ანთების დიაგნოზით გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)