|
2017-04-08 22:43:24, 1955 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე დაბა ნასაკირალის მოსახლეობას შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაბა ნასაკირალის მცხოვრებლებს შეხვდა და აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტი მოსახლეობისაგან საჭიროებების შესახებ ინფრომაცია მოისმინა. ზურაბ პატარაძემ განსაკუთრებული ინტერესი და ყურადღება ეკომიგრანტების პრობლემების მიმართ გამოიჩინა. თავის მხრივ, მთავრობის თავმჯდომარემ მაღალმთიან აჭარაში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც რეგიონის ყველა მოქალაქეს უფრო მეტ კეთილდღეობას და ეკონომიკურ განვითარებას მოუტანს. ,,წარმოდგენილია ჩვენი ეკომიგრანტები ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებიდან. ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რაც დაგეგმილია მაღალმთიან აჭარაში. ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია, კურორტ გოდერძის, გომის მთის, მწვანე ტბის ინფრასტრუქტურის მოწყობა-განვითარება. ასევე ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობა"-აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. ნასაკირალის მოსახლეობასთან შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მგავსი თემატიკის შეხვედრებს სხვადასხვა რეგიონების მოსახლეობასთან პერმანენტულად ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)