17:47 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-08 19:30:19, 2383 ნახვა

მსოფლიო
ბორის ჯონსონმა რუსეთში ვიზიტი გააუქმა - „სავალალოა, რომ რუსეთი ასადის რეჟიმის დაცვას აგრძელებს“

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი გადადო, ამის შესახებ The Guardian იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ჯონსონი მოსკოვში რუს კოლეგას სერგეი ლავროვს ორშაბათს უნდა შეხვედროდა. საგარეო უწყებამ დაადასტურა, რომ მინისტრის ვიზიტი აღარ შედგება, ვინაიდან „სირიაში არსებული სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა“. 

 „ამ ეტაპზე, ჩემი პრიორიტეტია აშშ-სთან კომუნიკაციის გაგრძელება და კონტაქტი სხვა სახელმწიფოებთან, რომლებიც G7-ის სამიტზე 10-11 აპრილს შეიკრიბებიან, რათა კოორდინირებულად იმუშაონ სირიაში ცეცხლის შესაწყვეტად. სავალალოა, რომ რუსეთი აგრძელებს ასადის რეჟიმის დაცვას, ქიმიური იარაღით თავდასხმის შემდეგაც კი, რომელმაც მშვიდობიანი მოქალაქეები სიცოცხლე იმსხვერპლა. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ სირიაში პოლიტიკური შეთანხმების მისაღწევად ყველაფერი იღონოს და იმუშაოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან  იმაში დასარწმუნებლად, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არასდროს განმეორდება“, - განაცხადა ჯონსონმა. 

შეგახსენებთ, რომ სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 100 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულტა შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები და ქალები. იმიური იარაღის გამოყენების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა სირიის ავიაბაზაზე სამხედრო იერიშის განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო. დაიბომბა სწორედ ის ბაზა, რომლიდანაც ქიმიური თავდასხმა განხორციელდა. აღნიშნულის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. მსოფლიო ლიდერებმა აშშ-ის გადაწყვეტილება პოზიტიურად შეაფასეს და მხარი დაუჭირეს. ბაშარ ასადმა კი ამერიკის ქმედებებს "სულელური და უპასუხისმგებლო" უწოდა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - კაცი კლინიკაში დაიღუპა
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics